11/06/2026
ყოველი ფოტოსესიის მიღმა ვარ მე - გამოუძინებელი, გაწეწილი, სკეპტიკური (გამოვა თუ არა ისეთი კადრები როგორიც ჩაფიქრებული მაქვს). ვღელავ იმიტომ რომ სტუდია ჩემი არ არის და დეკორაციების თრევა მიწევს ყოველ მისვლაზე, ნივთების განლაგება ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირია, განათება სხვანაირი. ასევე პატარებს დრო სჭირდებათ ახალ გარემოში შესაგუებლად და დიდი დრო გადის სანამ გავხალისდებით. ვღელავ, იმიტომ რომ მთელი სულით და გულით მინდა კარგი ფოტოები გამივიდეს და არა მოსტუმრებული.
თუმცა საბოლოოდ ფოტოსესიის დასრულებისას ვრჩები სასიამოვნოდ დაღლილი და ბედნიერი რადგან ეს ყველა შფოთვები და დაბრკოლებები გადალახულია.
სახლში მისვლისთანავე ფოტოები ლეპტოპში გადამაქვს და ვხედავ რომ სულ ტყუილად ვღელავდი რადგან კადრები ძალიან საყვარელი გამოვიდა. ალბათ დროის, გამოცდილების დაგროვების და გარემოს საკითხია თუ როდის შევწყვეტ სულ ტყუილად ნერვიულობას 😂❤️🥰 #ინტროვერტიფოტოგრაფისდღიურებიდან