Catch the Light Press

  • Home
  • Catch the Light Press
Directions

Catch the Light Press Catch the Light Press is a future photography book publishing founded by photographer Leli Blagonravova.

📍Jaipur   photography on film 🎞️  📸 project by Leli
27/07/2026

📍Jaipur photography on film 🎞️

📸 project by Leli

  from 📍Jaipur ჯადოსნური და ამოუწურავი სამყარო 🇮🇳ინდოეთი
24/07/2026

from 📍Jaipur

ჯადოსნური და ამოუწურავი სამყარო 🇮🇳ინდოეთი

📍Bhubaneswar, India
21/07/2026

📍Bhubaneswar, India

     …ინდოეთის დავიწყება ჩემთვის შეუძლებელია. ამ მოგზაურობიდან წამოღებული ემოციები, შეხვედრები და შემთხვევითი მზერები ფი...
15/07/2026



…ინდოეთის დავიწყება ჩემთვის შეუძლებელია. ამ მოგზაურობიდან წამოღებული ემოციები, შეხვედრები და შემთხვევითი მზერები ფირზე დარჩა და სწორედ ამიტომ ჩემთვის ისინი უკვე სამუდამოა 🎞️

პურის ქუჩებში ცხოვრება თითქმის არასდროს ჩერდება. ქალაქის ცენტრი და ბაზრის მიმდებარე მოედნები დღის ნებისმიერ მონაკვეთში ს...
10/07/2026

პურის ქუჩებში ცხოვრება თითქმის არასდროს ჩერდება. ქალაქის ცენტრი და ბაზრის მიმდებარე მოედნები დღის ნებისმიერ მონაკვეთში სავსეა ადამიანებით, ველორიქშებით, ტუკტუკებით, მოვაჭრეებითა და მომლოცველებით.

ეს ფოტო ტუკტუკის ჩარჩოდან გადავიღე. მამაკაცი სადღაც შორს იყურება. მის სახეზე ერთდროულად ჩანდა დაღლაც და ღიმილიც. ისეთი ღიმილი, რომელიც თითქოს თავისით არ მოდის, მაგრამ მაინც არსებობს. რამდენიმე წამით თითქოს ყველაფერი გაჩერდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით. შემდეგ ცხოვრება ისევ თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ინდოეთში ხშირად მიფიქრია, რომ შრომა აქ უბრალოდ საქმიანობა არ არის. ბევრისთვის ის გადარჩენის აუცილებელი პირობაა. ადამიანები მუშაობენ დილიდან ღამემდე, სიცხეში, წვიმაში და მაშინაც, როცა ძალა თითქმის აღარ რჩებათ. ამაში განსაკუთრებულს თითქოს ვერავინ ხედავს. ეს ყოველდღიურობაა. აქ არავის უკვირს დაღლილი ადამიანი, რომელიც მაინც აგრძელებს მუშაობას, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

📍Puri, India 🎞️ ქალაქ პურის ბაზრობა.პური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდა ქალაქია ინდუისტებისთვის. აქ მდებარეობს Ja...
07/07/2026

📍Puri, India 🎞️ ქალაქ პურის ბაზრობა.

პური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდა ქალაქია ინდუისტებისთვის.
აქ მდებარეობს Jagannath Temple, სადაც ყოველწლიურად მილიონობით მომლოცველი ჩადის. ტაძარში შესვლა მხოლოდ ინდუისტებს შეუძლიათ, ამიტომ ქალაქს და მომლოცველთა მოძრაობას ძირითადად ტაძრის გარეთ ვაკვირდებოდი.

ქუჩებში, მოედნებზე, რიქშებსა და ბაზრებში ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც ტაძრისკენ მიდიოდნენ და შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ.

ზოგი ჩქარობდა, ზოგი ელოდებოდა, ზოგი მუშაობდა, მაგრამ ყველა ამ მუდმივი მოძრაობის ნაწილი იყო და თითოეულს თავისი გზა, თავისი ისტორია ჰქონდა 📸

🎞️ პორტრეტი ჯაიპურიდან 📍
30/06/2026

🎞️ პორტრეტი ჯაიპურიდან 📍

📍ჯაიპურისა და დელის ქუჩები ფირზე 🎞️
25/06/2026

📍ჯაიპურისა და დელის ქუჩები ფირზე 🎞️

📍დელი, ინდოეთისარეცხის გაფენა, ალბათ, ყველასთვის ნაცნობი ამბავია. ვრეცხავთ, ვაშრობთ, ვკეცავთ. ტექნოლოგიებმა ეს პროცესი ი...
22/06/2026

📍დელი, ინდოეთი

სარეცხის გაფენა, ალბათ, ყველასთვის ნაცნობი ამბავია. ვრეცხავთ, ვაშრობთ, ვკეცავთ. ტექნოლოგიებმა ეს პროცესი იმდენად გაამარტივა, რომ ხშირად არც ვფიქრობთ, რამდენი შრომა შეიძლება იდგეს ერთი სუფთა ზეწრის უკან.

თბილისშიც მიჩვეული ვარ სარეცხის გაფენილ აივნებსა და ეზოებს. განსაკუთრებით უქმე დღეებში, როცა თეთრეული ქარს მიჰყვება და ქალაქის ყოველდღიურ რიტმს ერწყმის. მაგრამ დელიში ეს ყველაფერი სრულიად სხვა მასშტაბს იძენს.

ძირითად სამრეცხაომდე მისასვლელი გზაც კი თითქოს მიმართულებას გკარნახობს. ქუჩები სავსეა გაფენილი თეთრეულით. ზეწრები, გადასაფარებლები და პირსახოცები ხის სარჭეებით არის დამაგრებული. მიდიხარ და თითქოს სარეცხის ლაბირინთში აღმოჩნდები.

აქ ადამიანები საათობით დგანან წყალში. მიაქვთ და მოაქვთ სარეცხი. ელოდებიან, როდის გაშრება ერთი პარტია, რომ მის ადგილას მეორე დაკიდონ. ადგილი ყოველთვის შეზღუდულია, სამუშაო კი არასოდეს მთავრდება 📸

ჩემთვის ინდოეთი ყველაზე მეტად ამ ქალის მზერაშია. ჯაიპურში, სადაც ყოველი კუთხე ისტორიაა სწორედ პორტრეტი ხდება მთავარი. ამ...
19/06/2026

ჩემთვის ინდოეთი ყველაზე მეტად ამ ქალის მზერაშია.

ჯაიპურში, სადაც ყოველი კუთხე ისტორიაა სწორედ პორტრეტი ხდება მთავარი. ამ კადრში ჩანს ნდობა, რაც ფოტოგრაფსა და ობიექტს შორის მყარდება. ის სრულიად ბუნებრივად დგას კამერის წინ და პოზირებს. მასში არ არის დაძაბულობა. ამ კადრში ყველაზე მეტად თავისუფალი ჯდომა და პოზა მაოცებს, რომელიც მისთვის სრულიად ბუნებრივია…

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Catch the Light Press posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your business to be the top-listed photography service?

Share