07/11/2020
ყველას გასაგონად ვისაც ოცნება გამარჯვებული გონია - ეს საქართველოა
💬 76-ი დებუტატით (უბრალო უმრავლესობით) ოცნებას მარტო პირველი სხდომის Ჩატარება თუ ეღირსება.
💬Იმისატვის რომ პარლამენტმა მიიღოს სრული ლეგიტიმაცია, საწიროა სრული უმრავლესობის 2/3 (100 დეპუტატი). Ამის გარეშე ოცნებამ ვერც საკანონმდებლო ცვლილებებს თუ სხვა განახორციელებებს და ვერც მთავრობას დააკომპლექტებს.
💬ახალი მთავრობის დაკომპლექტება ხდება მის შემდეგ, რაც პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას/ლეგიტიმაციას იძენს (არ შეიძენს, არა).
💬2 კვირის ვადაში თუ პარლამენტი ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, 2-3 კვირაში პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ნიშნავს რიგგარეშე არცევნებს.
💬თუ პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს, არც ეგაა პრობლემა - პარლამენტის დათხოვნა ავტომატურად ხდება და ინისნება რიგგარეშე არჩევნები.
💂მუხლი 38. პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების
ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს
პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს
პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან
უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
💂მუხლი 56. ნდობის გამოცხადება
1. ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის
უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის
დანიშვნამდე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება
გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის
შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
2. პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან
უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში
საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის
მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო
პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
3. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი
შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
4. საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე
არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში
სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ
მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
5. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე
ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ
საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად
ჩაითვლება.