ყოველ LIVE -შოუზე ღილაკზე თითის დაჭერით, მონაწილე ცნობილი სახეები იგებენ, თუ ვისი განსახიერება მოუწევთ შემდეგ შოუზე. სტუდიაში დამონტაჟებულ ეკრანებზე სწრაფად იცვლება ყველასთვის ცნობილი მომღერლების სახეები, როგორც კი მონაწილე ხელს ღილაკს აჭერს, გამოსახულება ჩერდება და არჩევანიც გაკეთებულია - არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდაა, ასაკოვანი თუ საპირისპირო სქესის. მონაწილეებს შერჩეული სახის განსახიერებაში
პროფესიონალი სტილისტების, მოცეკვავეების და პედაგოგების გუნდი ეხმარებათ.
ყველა მათგანი ცოცხლად მღერის!
შოუ 10 კვირის განმავლობაში გრძელდება და მას არც ერთი მონაწილე არ ტოვებს, თუმცა პროექტს ყავს ჟიურის 4 წევრი, რომლებიც ყოველი LIVE შოუს დასრულების შემდეგ მონაწილეებს აფასებენ და მათ ქულებს ევროვიზიის სისტემით უწერენ, ქულებს უწერენ საკუთარ რჩეულ მონწილეს თავად მონაწილეებიც. გადაცემა ინტერაქტიულია და LIVE -შოუს საკეთესო მონაწილის გამოვლენაში SMS -ების საშუალებით მაყურებელიც იღებს მონაწილებას.
ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით, ბოლო 2 გადაცემაში გამოვლინდებიან ნახევარფინალისტები, ხოლო მათგან უკვე ფინალისტები.
ყველა გადაცემას ჰყავს სპეციალურად მოწვეული სტუმარი, ჟიურის მეოთხე წევრი (ჟიურის დანარჩემი 3 წევრი უცვლელია), ცნობილი შემსრულებელი ან მსახიობი, რომლებიც ესწრებიან მთელ LIVE -შოუს და გადაცემის ბოლოს ყველა მონაწილეს ქულებით აფასებენ. სპეციალურად მოწვეული ჟიურის ყველა წევრი გადაცემაში ერთ საკონცერტო ნომერს ასრულებს.