02/05/2022
ჩვენი მიზანია ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო.
ამას სჭირდება ძალისხმევა და ცვლილებები სხვადასხვას მიმართულებით, თუმცა მოქმედებამდე ცნობიერება უნდა ავიმაღლოთ და კარგად გავითავისოთ საჭიროებები.
1. სტრუქტურების დეცენტრალიზაცია - ამით უნდა მივაღწიოთ დამოუკიდებელ და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციებს.
2. დაცულობა და მზაობა - სახელმწიფო, უნდა იყოს დაცული და ნებისმიერი საფრთხისთვის ადეკვატურად შემზადებული.
3. ძლიერი ეკონომიკური და ტექნოლოგიური პოტენციალი - ეს უზრუნველყოფს დაცულობასა და საფრთხეებისთვის ნაწილობრივ მზაობას.
4. ანტიმონოპოლიური გარემო - მონოპოლიური ბიზნესები არ რგებს ეკონომიკას და ჯანსაღ ბიზნესგარემოს აზიანებს.
5. არანაირი ოლიგარქები - ოლიგარქიული მმართველობა ბადებს კორუფციას, დაუსჯელობის სინდრომს და მოსყიდულ თუ დამონებულ სახელისუფლებო ინსტიტუციებს.
აუცილებლად უნდა გავხდეთ თვითკმარი საზოგადოება!
გრძელვადიან პერსპექტივაში თავი უნდა გამოვიკვებოთ დიდწილად.
უნდა შევქმნათ ჩვენი სამყოფი, უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკა.
კონკურენტუნარიანი წარმოება, რომელიც ერთი ბაზრით არ იქნება შებოჭილი.
საერთაშორისო კომუნიკაციის ფართო ქსელი.
მოსახლეობას გვჭირდება თავისუფალი თვითმართველობები.
ჯამურად კი უნდა მივიდეთ სამართლიანი, დასავლური ფასეულობების გამზიარებელ სახელმწიფომდე.
განათლებაზე წვდომა და ტექნოლოგიური პროგრესი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს განვითარებაზე ორიენტირებულ, რეალიზებულ ახალ თაობებს.
საერთო მიზანი განვითარებისკენ უნდა გახდეს ჩვენი შთაგონება, ხოლო ეროვნული ღირებულებები, ფასეულობები, თანასწორობა, თანაბარუფლებიანობა, განსხვავებულისადმი ტოლერანტობა კი - ყოველდღიურობა.
ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი ხაზგასმით უნდა იყოს და იქნება ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული.
ხელისუფლებას ქირაობს საზოგადოება.
ამ ყველაფრის მისაღწევად, დასაწყისისთვის უნდა შევწყვიტოთ ერთმანეთთან დაპირისპირება. საზოგადოების დაყოფა. ვინც ყოფს მტერია, რა სამოსშიც არ უნდა იყოს გამოწყობილი. გავერთიანდეთ პრობლემების გარშემო, რომლებიც უამრავია ჩვენს თავს: უსაფრთხოება, სამართალი, განათლება, სავალდებულო სამხედრო სამსახური, სამუშაო ადგილები და ა.შ.
წარსულს ვეღარ შევცვლით, მაგრამ უკეთესი და ღირსეული მომავლის შექმნა მხოლოდ ჩვენს ხელშია!
ფოტო : Tai Dundua