27/05/2026
„პირველითგან იყო სიტყუაჲ...“ — სამყაროს პირველი ექო და აფეთქება, რომელმაც შვა მატერია.
გავიდა დრო... სანამ არ მივხვდით, რომ დრო არ არსებობს.
გავიგეთ ყველაფერი... სანამ არ მივხვდით, რომ ვერაფერი გავიგეთ.
და მე- ამ ქაოტური ბალანსის ნაწილს, მეფიქრება ხოლმე: აქ რა მინდა?!
ფიქრობენ, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, ას მილიარდზე მეტი პლანეტაა... და ამ ურიცხვი პლანეტებიდან, ჩემთვის ყველაზე ლამაზ პლანეტაზე, რამდენი პაპა-ბებია უნდა შეხვედროდა ერთმანეთს, რომ ჩვენი მშობლები დაბადებულიყვნენ... ბევრი? უთვალავი... და მათი სიყვარულის ნაყოფი ვართ ჩვენ...
43 წლის წინ დავიბადე და იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, ისეთი, როგორიც უნდა ვიყო... მადლიერი იმ პირველი პაპა-ბებიების, რომლებიც ერთმანეთს შეხვდნენ ოდესღაც, სადღაც... ვინ იცის...
აქ რომ ვარ, ეს უკვე არის აზრი იმისა, რომ ვიყო აქ...
ოდესღაც სადღაც, პაპა-ბებია შეხვდა ერთმანეთს...
და ჩვენ დავიბადეთ...