21/08/2026
სადაცაა 37 წელს მივუკაკუნებ და ყველაზე საჭირო რამ ალბათ ახლა, ამ ბოლო წლებში ვისწავლე, საკუთარი თავის სიყვარული ქვია მას.
საკუთარი თავის სიყვარულიდან იწყება სამყაროს სიყვარული, თვალის ახელა/გახელა, იმ უკიდეგანო სპექტრის დანახვა, რისი მოცემაც შეუძლია სამყაროს და რისი მიცემაც შეგიძლია შენ მისთვის , სწორედ ამიტომაა, რომ ჩემს ფოტოებს უფრო ხშირად ვდებ, ვიდრე უწინ , გამიჩნდა ჩემი თავის მიმღებლობა ისეთის, როგორიც ვარ და შევიყვარე ჩემი თავიც, ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ . არ ვარ იდეალური, აღარც მინდა, გულწრფელი რომ ვიყო.
ვინმე თუ მადლობელია სამყაროში კოვიდ პანდემიის , ალბათ გაგეცინებათ და ეს მე ვარ.ძალიან, ძალიან ბევრი დრო მომეცა იმისთვის, რომ გამეცნო საკუთარი თავი, რეალური დავითი და არა ის, ვინც სხვებს სურდათ ჩემში. რატომ ვწერ ამას ახლა? არ ვიცი.
მიზანი?! ერთი ადამიანი მაინც თუ დავაფიქრე, ეომელიმე თქვენთაგანმა ამის წაკითხვის მერე თუ მისცა თავის თავს უფლება იმისა, რომ საკუთარი თავი შეიყვაროს ან დაუშვას ამის ალბათობა, მხოლოდ გამაბედნიერებს
სამყაროს შეცნობის გზა, საკუთარი თავის შეცნობის გზაზე გადის, შეიძლება ცოტა პოეტურად ჟღერდეს, მაგრამ ამ ვითომ ერთი შეხედვით მარტივ სიტყვებშია მთელი ჩვენი არსი