4U Multimedia

4U Multimedia Interest areas
The interest areas of 4U platform are tourism, art, sports, lifestyle, health, business, new technologies and society.

მულტიმედია ჯგუფი
4U წარმოადგენს უნიკალურ მულტიმედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი, ქმნის საინტერესო და აქტუალურ კონტენტს პლატფორმისთვის 4U.ge.

ერთადერთი და უნიკალური
2018 წლიდან მულტიმედია პლატფორმა 4U მომხმარებელს აწვდის უნიკალურ მასალას და აძლევს საშუალებას 4 ენაზე გაეცნოს ინფორმაციას შემდეგი საშუალებებით - აუდიო, ვიდეო, ტექსტი, ფოტო.

ინტერესის სფეროები
4U-ს ინ

ტერესის სფეროებს წარმოადგენს ტურიზმი, ხელოვნება, სპორტი, ცხოვრების წესი, ჯანმრთელობა, ბიზნესი, ახალი ტექნოლოგიები საზოგადოება. GBTIMES
4U არის საერთაშორისო მედია ჰოლდინგ GBTIMES-ის წევრი, რომელიც წარმოადგენს ხიდს ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, არის კულტურათა გაცვლისა და კომუნიკაციის წყარო. Multimedia Group
4U represents a unique multimedia group, whitch unites three radio stations JAKO FM, LIFE FM and SHOKOLADI, creating interesting and current content for the 4U.ge platform. Unique
From 2018, the 4U multimedia platform will allow its users to get acquainted with a wide range of new information in four languages (English, Russian, Chinese and Georgian), using audio, video, text and photo resources. GBTIMES
4U is a member of the international media holding GBTIMES, which functions as a bridge between China and the rest of the world, it is the platform for communication and cultural exchange.

10/08/2026

🇨🇳⚽️ ვაკო ყაზაიშვილმა „შანდონგ ტაიშანში“ მე-100 მატჩი ჩაატარა!

კლუბმა ქართველ ფეხბურთელს საიუბილეო მატჩთან დაკავშირებით სიმბოლური მაისური გადასცა.

ვაკოს „შანდონგ ტაიშანის“ მაისურით ჩატარებულ 100 შეხვედრაში 45 გოლი აქვს გატანილი და 24 საგოლე გადაცემა შესრულებული. 🇬🇪

18 წელი აგვისტოს ომიდანდიდება გმირებს! 🇬🇪
08/08/2026

18 წელი აგვისტოს ომიდან
დიდება გმირებს! 🇬🇪

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოს მთავრობას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა...
27/07/2026

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოს მთავრობას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალშიც დაუჭერს მხარს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

„ბოლო ოთხი წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფი განვითარების წლები იყო. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა; გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ეს მნიშვნელოვანი მიღწევები შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ორივე ქვეყანა ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების ერთგულია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ვთანამშრომლობთ განვითარებისათვის და ვრჩებით პარტნიორებად, რომლებსაც აერთიანებთ საერთო ხედვები, ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა. ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში. განსაკუთრებულად შევიგრძენი საქართველოს უნიკალური ხიბლი - მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურა, ხალხის სტუმართმოყვარეობა და ტრადიციებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა. განსაკუთრებით ძვირფასია ის გულწრფელი მეგობრობა, რომელიც თქვენგან ვიგრძენი. ეს მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე.ამიტომ მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას.
ყოველთვის დავრჩები საქართველოს მეგობრად და კვლავაც გავაგრძელებ ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის მხარდაჭერას”, - აღნიშნა ჭოუ ციენმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისა და ჩინეთის სახალხო განმათავის...
27/07/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისა და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ხელშესახები შედეგები მოაქვს.

„ბატონო ელჩო, საქართველოში თქვენი დიპლომატიური მისიის ვადის მიწურულს, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ მადლობას გიხდით პროფესიონალიზმის, თავდადების, მეგობრობის და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისადმი თქვენი ურყევი ერთგულებისთვის.
წელს ჩინეთი აღნიშნავს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავს. დღევანდელი საღამო გვაძლევს შესაძლებლობას, აღვნიშნოთ შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი როლი ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვაში. დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში მშვიდობა და სტაბილურობა რჩება ჩვენს საერთო ფასეულობად. პროფესიულ შეიარაღებულ ძალებს არსებითი წვლილი შეაქვს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში, რაც ქვეყნებს აძლევს მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის საშუალებას.
იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ თვალსაზრისით ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას - გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისა და ჩინეთის სახალხო განმათავის...
27/07/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისა და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ხელშესახები შედეგები მოაქვს.

პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის ხელისუფლებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოს მთავრობას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალშიც დაუჭერს მხარს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

🇪🇸 ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!⚽️ „ფურია როხამ“  მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დამატებით დროში 1:0 დაამა...
19/07/2026

🇪🇸 ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

⚽️ „ფურია როხამ“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ფერან ტორესმა გაიტანა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი...
17/07/2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.

შეხვედრის მთავარ თემას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაფართოება, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის მარკეტინგული და საორგანიზაციო აქტივობები, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდისკენ. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო კავშირებისა და ტურიზმის განვითარებაში.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელეთ მიმდინარე საერთო აქტივობებზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების სიხშირეს. ასევე, დავგეგმეთ არაერთი ახალი აქტივობა, რომელიც გააძლიერებს პირდაპირ ფრენებს. ჩვენი სურვილი არის მკაფიო, გვინდა რომ არსებული - კვირაში სამი სიხშირე გაიზარდოს და მალე ვიხილოთ დღეში ორი ფრენა, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირი რეისით შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფა...
17/07/2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია. ღონისძიებაზე დელეგაციებს მასპინძლობა შანხაის მერის მოადგილემ ჭუ მინმა გაუწია.

კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს.

ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მოადგილეები: გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი მონაწილეობენ.

🇬🇪 🇨🇳 საქართველო მონაწილეობას იღებს მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაშიღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრე...
17/07/2026

🇬🇪 🇨🇳 საქართველო მონაწილეობას იღებს მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაში

ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს.

RAFGeorgia| ფოტოამბავი 🇺🇸 ამერიკელმა კაილ სნაიდერმა RAF Georgia-ზე აბდულრაშიდ სადულაევი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული წა...
12/07/2026

RAFGeorgia| ფოტოამბავი

🇺🇸 ამერიკელმა კაილ სნაიდერმა RAF Georgia-ზე აბდულრაშიდ სადულაევი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული წარმატებით დაიცვა!

Address

26 მაისის მოედანი #1
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322430630

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when 4U Multimedia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share