Giorgi Oqromchedlidze Photography

Giorgi Oqromchedlidze Photography Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Giorgi Oqromchedlidze Photography, Photographer, თბილისი/ვაკე/მარუხის გმირების N9, Tbilisi.

28/05/2020
31/10/2018
Palma არის კუნძულ Mallorca-ს დედაქალაქი. თავის დროზე რომაელებს დაუარსებიათ თავიანთ ბანაკად და უდაოდ კარგი გემოვნება ქონი...
26/09/2018

Palma არის კუნძულ Mallorca-ს დედაქალაქი. თავის დროზე რომაელებს დაუარსებიათ თავიანთ ბანაკად და უდაოდ კარგი გემოვნება ქონიათ :D ხოლო რომის იმპერიის დაღმასვლის პერიოდში არაერთხელ ყოფილა ვანდალების შემოსევის მიზეზი. ყოველივე ამის გათვალისწინებით დღეს ძალიან კარგად ცხოვრობენ, რაც თავიანთი დაუღალავი შრომით მიაღწიეს. მოსხლეობა დაახლოებით 500 000 კაცია. აქ დასვენება ყველაზე ძვირი აგვისტოს თვეშია. სექტემბერ-ოქტომბერში შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი. ქალაქი საინტერესოა, როგორც თავისი ღირსშესანიშნაობებით, ასევე სხვადასხვა გასართობი საშუალებებით და სილამაზით. ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს გამორჩეულად ლამაზი
Catedral Palma De Mallorca.
მომავალში ვინც ამ კუნძულზე და ქალაქში მოხვდებით, წინ უამრავი სანახაობა გელოდებათ :) მანამდე კი გთავაზობთ ჩვენი მოგზაურობის ამსახველ ფოტოსურათებს :)

Port de pollenca   პორტი და  პატარა ქალაქი მალიორკაზე.თეთრი ქვიშა, ლურჯი ზღვა, გარშემო კი ულამაზესი მთები. ადგილი სადაც ...
16/09/2018

Port de pollenca პორტი და პატარა ქალაქი მალიორკაზე.
თეთრი ქვიშა, ლურჯი ზღვა, გარშემო კი ულამაზესი მთები. ადგილი სადაც შეუძლებელია მოიწყინო. დანარჩენს კი ფოტოები გეტყვით🗾⛰️🏝️🌞

ბოლომდე წასაკითხი ამბავი.კუნძულ მალიორკაზე ქალაქ Can Picafort-ში.  მდებარეობს კაფე-ბარი სახელად cafe jamaica, რომელიც მთ...
12/09/2018

ბოლომდე წასაკითხი ამბავი.

კუნძულ მალიორკაზე ქალაქ Can Picafort-ში. მდებარეობს კაფე-ბარი სახელად cafe jamaica, რომელიც მთლიანად Bob Marley-ის სტილშია მოწყობილი.
არაჩვეულებრივი გარემო, უგემრიელესი კერძები, განსხვავებული კოქტეილები, სასიამოვნო მუსიკა, მაღალი დონის მომსახურება და მისაღები ფასები. კაფე მთელი სეზონის განმავლობაში გადაჭედილია ხალხით და სახელგანთქმულია მთელს კუნძულზე.
ალბათ დაგაინტერესებთ თუ რა არის ამ წარმატებული საქმიანობის მთავარი მიზეზი.
პასუხი მეორე ფოტოზეა. კაფე-ბარის მეპატრონე და 100% წილის მფლობელი თვითონ არის დირექტორი, მენეჯერი, ბუღალტერი, PR მენეჯერი და თქვენ წარმოიდგინეთ მიმტანიც კი. სამაგიეროდ ზუსტად იცის სად უჭირს მის კაფეს რა უნდა გამოასწოროს რა შეცვალოს რა გადაადგილოს. ამ კაფის მოპირდაპირედ კიდევ 1 რესტორანია ისიც ამ ბიჭის ყოფილა და იქაც გადარბის ხოლმე შიგადაშიგო :D
გაკვირვება, რომ გამოვხატე მითხრეს: ეს ერთადერთი არარის და აქ ძირითადად ასე მართავენ თავიანთ ბიზნესებსო.
აი ეს არის მეგობრებო წარმატების საწინდარი და ეს უნდა გადმოვიღოთ ევროპიდან.

ქალაქი და პორტი მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთით. ეს არის დიდი კურორტული ქალაქი,  სასტუმროების უმრავლესობა მდებარეობს პორტ...
09/09/2018

ქალაქი და პორტი მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთით. ეს არის დიდი კურორტული ქალაქი, სასტუმროების უმრავლესობა მდებარეობს პორტ-ალკუდიასა და პლატუჯას დ'ალკუდიაში, 14 კილომეტრიან სანაპიროზე. ალკუდიაში არის მრავალსაუკუნოვანი კათოლიკური ეკლესია და ძველი ქალაქი რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება. ძველი ქალაქის ნაწილი შენობები დღემდეა შემორჩენილი და რესტავრირებული. ძველი ქალაქის შემონახულ ნაწილს დღესაც იყენებენ, ძირითადად განლაგებულია რესტორნები, ბაზრობები და მაღაზიები. ასევე აქ შეხვდებით ძველ როამულ თეატრსაც.
ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავალი მხოლოდ ტურიზმია. ძირითადი ვიზიტორები გერმანელები არიან, შემდეგ მოდის ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და ა.შ. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იმდენად დიდია, რომ ცხოვრების ხარისხი ძალიან მაღალია.

გორანი  ,,აქლემის კაცი''გორანი შვეიცარიელი კაცია, რომელიც თავისი ბოშური ვაგონით ძაღლებთან, თხებთან და აქლემთან ერთად მოგ...
22/06/2018

გორანი ,,აქლემის კაცი''
გორანი შვეიცარიელი კაცია, რომელიც თავისი ბოშური ვაგონით ძაღლებთან, თხებთან და აქლემთან ერთად მოგზაურობს აბრეშუმის გზაზე. 27 წლის ასაკიდან, მისი ცხოვრების ოცნება იყო ემოგზაურა მონღოლეთში, ირანში, თურქეთში, იტალიაში, საფრანგეთში, საქართველოში და ა.შ. ამჟამად მისი ბოშური ბანაკი საქართველოში შეჩერდა თბილისთან ახლოს და უკვე რამდენიმე წელია აქ ცხოვრობს.
კაცი გამოცანა, კაცი მრავლკუთხედი, უკვე დიდი ხანია საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს და მასზე ფილმებს იღებენ.
წარმატებები ,,აქლემის კაცს'' თავის განსხვავებული ცხოვრების გზაზე.

კიდევ ერთი ლამაზი დღე მეგობრებთან ერთად
18/06/2018

კიდევ ერთი ლამაზი დღე მეგობრებთან ერთად

17/04/2018

გაზაფხული
15/03/2018

გაზაფხული

ერთი დღე თავშესაფარში📷One day in the dogs shelter📷Camera:  Canon EOS 1100D 18:55 mm III.  And ZENIT lens HELIOS-44m-4📷
17/11/2017

ერთი დღე თავშესაფარში📷
One day in the dogs shelter📷

Camera: Canon EOS 1100D 18:55 mm III. And ZENIT lens HELIOS-44m-4📷

⚠️სჯობს გვიან ვიდრე არასდროს 📷📷📷⬇️     ჩემი თვალით დანახული ბათუმი 2017
06/11/2017

⚠️სჯობს გვიან ვიდრე არასდროს 📷📷📷⬇️
ჩემი თვალით დანახული ბათუმი 2017

Address

თბილისი/ვაკე/მარუხის გმირების N9
Tbilisi

Telephone

+995555445870

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Giorgi Oqromchedlidze Photography posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Giorgi Oqromchedlidze Photography:

Share

Category