17/04/2026
წაჩხურობა 2026.
ბზობის მომდევნო ხუთშაბათს, მარტვილში, წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში უამრავი ადამიანი იკრიბება. ვინც აქ ერთხელ მაინც ყოფილა, იცის ის განსაკუთრებული მუხტი, რაც ჰაერში ტრიალებს. ოსტატები მთელი წელი ამზადებენ ხის აკვნებს, რომლებსაც მომლოცველები, ხშირად ფეხშიშველები, აღმართზე მიაბრძანებენ ტაძრისკენ — შვილის შეძენის იმედითა და დიდი რწმენით.