25/04/2020
For English scroll down 👇
ნოდიკო ტატიშვილი
განმარტოებისას, საკუთარი თავის ხმა გავიგე თითქოს, რომელსაც სულ მეგონა, რომ ვუსმენდი აქამდეც, მაგრამ ახლა მივხვდი, აქამდე არასდროს გამიხედავს ფანჯრიდან მთელ მსოფლიოსთან ერთად, სადაც არაფერი ჩანდა ცარიელი ქუჩების გარდა,სადაც დადის რაღაც უხილავი ძალა და გეუბნება, რომ ყველაფერი გადასაფასებელია, ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ ერთმანეთის სიცოცხლეზე, რომ არ არსებობს სხვა პლანეტა “B”, მხოლოდ აქ და ახლა უნდა ვისწავლოთ უპირობო სიყვარული, მხოლოდ ახლა მივხვდით, რომ მსოფლიო რუქაზე არ არის ადგილი, სადაც ვინმე იმსახურებს ვერაგი ვირუსით სიკვდილს...
რაც სხვას კილომეტრების მოშორებით შეეხო, შენი სატკივარიცაა დღეს, ჩვენ მივეჩვიეთ დავიცვათ ჩვენი ოჯახები, მეგობრები, გავუყოთ ლუკმა, ახლა უნდა ვისწავლოთ, რომ რის ფასადაც არ უნდა დაჯდეს, დედამიწას უნდა შეხედო როგორც ერთ დიდ ოჯახს...
გასაოცარია სამყაროს პირობებიც: თუ გიყვარს, მაშინ არ ჩაეხუტო, თუ მეგობრის გაფრთხილება შეგიძლია, მაშინ სამყაროში ყველას მოუფრთხილდი...
სასწაული გამოწვევაა, რომელზეც ალბათ მხოლოდ ქვეცნობიერად მიფიქრია, ახლა კი გამოცდა გვაქვს ამაძი ჩასაბარებელი, რომელშიც დაბალი ნიშანი არ უნდა მივიღოთ.
მე თქვენ მიყვარხართ...
საბოლოო ჯამში, როდესაც ყველაფერი დასრულდება და გავალთ შეუცვლელ ქუჩებში, ქალაქებში, სოფლებში, ქვეყნებში, ყველა ერთმანეთს ჩავეხუტებით ალბათ და მივხვდებით, რომ ის პატარა სიკეთე, რომელიც ადამიანს საფუძველშივე თან დაჰყვება ხოლმე, როგორც გაზრდილა ამ დიდი განმარტოებისას...
საბოლოო ჯამშიც, ხომ მხოლოდ სიკეთე ფასობს...
Nodiko Tatishvili
During my self-isolation, I heard my inner voice, which had never been heard this way before…
We watched out of our windows, saw something powerful, which puches us to think about our responsibilities toward each other, there is not any planet “B” where we could go.
We have to love each other here and now…unconditionally.
There is no any piece of land on the world map, where people deserve to die with this cruel Virus.
We used to protect our families, friends…share bread not with them only, now universe has another law, now it says: mother earth is our family and no matter what, we have to start protecting lives on a global scale.
There are also funny terms and conditions: if you really love, don’t hug, love EVERYBODY!
Subconsciously I knew it, but now here is a challenge, it’s a exam, we have to pass with best results.
When we overcome all these, we’ll go our in very different streets, cities, countries, we’ll give a big hug to each-other, we will feel how kindness has been grown inside of us. In the end only kindness metters.
I love you!!!
#დარჩისახლში
Nodiko Tatishvili