Why_graphy

Why_graphy Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Why_graphy, Photographer, Tbilisi.

26/12/2025

დღეს საქართველოში სურსათი ძვირია.
არა იმიტომ, რომ ქვეყანა ღარიბია.
არა იმიტომ, რომ ევროპაზე უკეთ ვცხოვრობთ. არამედ იმიტომ, რომ სისტემამ ასე გადაწყვიტა.

დედა ბაზარში დგას და ფიქრობს, რა დატოვოს თაროებზე, რა სჭირდება უფრო ნაკლებად.
პენსიონერი ზეთს აღარ ყიდულობს - „შემდეგ პენსიამდე“.
სტუდენტი ყვითელ ფასებს ეძებს მაღაზიაში და მოახლოვებულ სწავლის გადასახადზე ფიქრობს.

ამ დროს ხელისუფლება გვეუბნება რომ:
„ევროპაში იგივე პროდუქტი იაფია, მაგრამ იქ მოგება 2%-ია, ჩვენთან — 14%.“

კითხვა მარტივია:
რატომ უნდა იხდიდეს ქართველი მოქალაქე მეტს,
როცა მისი ხელფასი ევროპელის ხელფასს ვერ უახლოვდება?

ეს არ არის უბრალოდ ფასების თემა.
ეს არის სამართლიანობის საკითხი.
ეს არის არჩევანი - ვის იცავს სახელმწიფო.

სამი წელია გვესმის ერთიდაიგივე სიტყვები: კვლევა, კომისია, რეკომენდაცია, შეხვედრა.
და სამივე წლის შემდეგ - იგივე ფასები, იგივე ტკივილი.

როცა ხელისუფლება ხედავს პრობლემას
და მაინც არაფერს ცვლის,
ეს უკვე შეცდომა აღარ არის -
ეს გულგრილობაა.
ჩვენ არ ვითხოვთ ხელოვნურ ჩარევას.
ჩვენ ვითხოვთ წესებს,
რომლითაც ადამიანი არ დარჩება სისტემის მძევლად. საქართველოში ჭამა არ უნდა იყოს ფუფუნება. სუფრა არ უნდა იყოს შიშის ადგილი - „ეყოფა თუ არა“.
ეს ქვეყანა იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას. და ღირსება იწყება იქიდან,
სადაც ოჯახს შეუძლია მარტივი საკვები
დაუფიქრებლად იყიდოს.

ეს ბრძოლა ფასებზე კი არაა.
ეს ბრძოლაა ადამიანზე!!!

©️ თავისუფლების მატარებელი

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Why_graphy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category