28/09/2016
ფოტოკონკურსი ფოტოსააგენტო FIT Photo-სგან
ფოტოსააგენტო "FIT Photos" აცხადებს ფოტოკონკურსს. ფოტოკონკურსის გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს სამჯერადი უფასო ფოტოსესიის პაკეტს სააგენტოს პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან. კონკურსის პირობებს გაეცანით ქვემოთ :
📷 - მონაწილეთა ასაკი 15-35 წელი
📷 - ლოკაცია : ფოთი
📷 - მონაწილემ ელექტრონულ მისამართზე [email protected] უნდა გადმოაგზავნოს ავტოპორტრეტი ან ფოტოსერია (რამდენიმე ფოტო)
📷 - გამოგზავნილი ფოტო მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში განთავსდება ფოტოკონკურსის ალბომში
📷 - გამარჯვებულები გამოვლინდებიან : 1. ფოტოზე დაგროვილი მოწონებებით ; 2. ფოტოზე დაგროვილი გაზიარებებით ; 3. ფოტოგრაფთა გადაწყვეტილებით
📷 - ფოტოზე არსებული მოწონებები და გაზიარებები გადამოწმდება პროგრამა like checker -ის მეშვეობით, არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებული მოწონებები გაბათილდება
📷 - ფოტოკონკურსში გამარჯვების განსაკუთრებული პირობაა ფოტოს მოწონებები გაუტოლდეს გვერდის მოწონებებს, თუ ფოტოს მოწონებები გვერდის მოწონებების 60%_ზე ნაკლებია, მოწონებები ასევე გაბათილდება
📷 - გამარჯვებულები გამოვლინდებიან 20 ნოემბერს
📷 - გამარჯვებულთა ფოტოსესიები შედგება 2016 წლის განმავლობაში , მათი მოთხოვნის შესაბამისად
ფოტოკონკურსის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებას!