Leli ფოტოგრაფ ლელი ბლაგონრავოვას პირადი გვერდი

03/06/2026

ახალგაზრდა ფოტოგრაფების ამოუწურავი ენერგია

#აქცია

#პოდკასტი
#ადამიანებილელისფოკუსში

🇮🇳     ეს ქალი თავისი თეთრი სარითა და ოქროსფერი არშიით საუკუნოვანი ტაძრის ფონზე დგას. ამ პორტრეტში ჩემთვის მთავარი ის ნდ...
02/06/2026

🇮🇳

ეს ქალი თავისი თეთრი სარითა და ოქროსფერი არშიით საუკუნოვანი ტაძრის ფონზე დგას. ამ პორტრეტში ჩემთვის მთავარი ის ნდობაა, რაც კამერის წინ ჩანს. ის სრულიად ბუნებრივად პოზირებს. მასში არ არის დაძაბულობა. ეს არის მომენტი, როცა ფოტოგრაფსა და ობიექტს შორის პირდაპირი კავშირი მყარდება.

სწორედ ეს არის ნამდვილი ცივილიზაცია. როცა წარსულის მასშტაბი არ თრგუნავს დღევანდელობას, არამედ მასთან ერთად თანაარსებობს. ეს პორტრეტი ინახავს იმ წარუშლელ ემოციას და სიმშვიდეს, რაც მხოლოდ ინდოეთში შეიძლება იგრძნო 📸

01/06/2026

რა უფრო მნიშვნელოვანია, შინაარსი თუ ტექნიკა?
ვრცლად YouTube არხზე და ჩემს არხზე #ადამიანებილელისფოკუსში

30/05/2026

გვიყურეთ, 31 მაისს 20:00 YouTube არხზე "ადამიანები ლელის ფოკუსში"
სტუმარი .i.k.a.l.a მამუკა კიკალიშვილი

    🇮🇳ინდოეთი ფერების პალიტრაა. ეს არის სამოსის ისეთი ორგანული და ბუნებრივი მრავალფეროვნება, რომელსაც სხვაგან ვერსად შეხ...
28/05/2026

🇮🇳

ინდოეთი ფერების პალიტრაა. ეს არის სამოსის ისეთი ორგანული და ბუნებრივი მრავალფეროვნება, რომელსაც სხვაგან ვერსად შეხვდები. თითქოს რაც კი ბუნებას ფერები ჰქონდა ყველაფერი აქ მოაგროვა. ევროპაში ამდენს ვერ გაბედავ, აქ კი ეს ყველაფერი ისეთი ბუნებრივია, რომ თუ თავად არ აჰყვები ამ რიტმს შენ ხარ ამოვარდნილი იმ სურათიდან რაც ირგვლივ ხდება.

ეს ფერები მათთვის სალაპარაკო ენას ჰგავს. როცა სხვა ქვეყანაში ჩადიხარ გინდა მათ ენაზე მიესალმო და პატივისცემა დააფიქსირო. ზუსტად ასეა აქაც. სამოსი მათი თვითგამოხატულების ფორმაა, ამიტომ პირველი, რასაც აკეთებ მირბიხარ და ყიდულობ სარის რომ ამ დიდებული ფერადი მოზაიკის ნაწილი გახდე.

ამ კადრებში სამოსის ფერები და კედლების ფაქტურა ერთმანეთს ავსებს. დაძველებული კედლის ლაქები და ქვის სიმკაცრე თითქოს სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის რომ ამ ფერადმა ქსოვილებმა კიდევ უფრო მეტად გაანათონ გარემო 📸

ცხოვრება ინდოეთამდე და ინდოეთის შემდეგ პერიოდებად იყოფა. აჯანტასა და ელორას ტაძრების ნახვის შემდეგ ეს განცდა სრულიად რეა...
25/05/2026

ცხოვრება ინდოეთამდე და ინდოეთის შემდეგ პერიოდებად იყოფა. აჯანტასა და ელორას ტაძრების ნახვის შემდეგ ეს განცდა სრულიად რეალური ხდება. სხვა ყველაფერი უკვე ნანახი გაქვს და მასშტაბის ეს აღქმა იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერი სხვა სანახაობა აზრს კარგავს. ეს არის წარუშლელი მეხსიერება და ემოცია რაც სხვა ყველაფერს ფარავს.

ელორას კომპლექსში განსაკუთრებით იგრძნობა ეს მონუმენტურობა. აქ ბუდისტური სიმშვიდე უფრო დინამიურმა ფორმებმა ჩაანაცვლა. კაილასას ტაძარი, რომელიც მთლიანად ერთი კლდის მასივიდანაა გამოკვეთილი გიგანტური მონოლითია, სადაც არქიტექტურა და ქანდაკება ერთმანეთისგან განუყოფელია.

ეს სივრცე უნიკალურია იმითაც, რომ აქ ბუდისტური, ინდუისტური და ჯაინისტური ტაძრები ერთმანეთის გვერდიგვერდ საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. რელიგიების ეს თანაარსებობა ერთ კლდოვან მასივში ბევრს ამბობს იმაზე, თუ რა არის ნამდვილი განვითარება და თავისუფლება. ეს მრავალფეროვნება ქმნის იმ ისტორიულ კონტექსტს, რაც ამ კედლებშია შემონახული.

ინდოეთი სწორედ ამითაა განსაკუთრებული. ის ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და შენს აღქმაში სრულიად ახალი ფიქრები შემოაქვს.

ცივილიზაციაზე ფიქრი მაშინ ხდება საინტერესო, როცა ხვდები, რომ ის მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესი ან კომფორტი არაა. ელორასა და აჯანტას მაგალითზე ჩანს, რომ ნამდვილი ცივილიზებულობა სწორედ რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების ერთ სივრცეში მოქცევის უნარია.

როცა ამხელა მასშტაბს უყურებ, ხვდები, რომ განვითარება არა მხოლოდ წინსვლა, არამედ იმ შინაგანი თავისუფლების შენარჩუნებაცაა, რაც ადამიანს სხვადასხვა რწმენის გვერდიგვერდ არსებობის საშუალებას აძლევს. დღევანდელ ცივილიზაციაში ეს ხშირად გვაკლია – ყველაფერი უფრო ზედაპირული და სტანდარტული ხდება, იქ კი ქვაში ნაკვეთი ყოველი დეტალი ინდივიდუალურ თავისუფლებაზე მეტყველებს.

25/05/2026

დილა

21/05/2026

10 წელი ერთ პროექტზე? 📸

შეიძლება თუ არა თანამედროვე ფოტოგრაფიაში გააკეთო გამოფენა, რომლის მასალასაც 10 წელი აგროვებდი? დღევანდელ რეალობაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი და სწრაფი კონტენტი დომინირებს, ამხელა დროის ინვესტიცია თითქმის წარმოუდგენელი ჩანს. თუმცა, სწორედ ეს ხანგრძლივი მუშაობა ქმნის ნამდვილ, დოკუმენტურ ღირებულებას.
​სტუმრად პოდკასტში: "ვაშლის არომატი" განსაკუთრებული მადლობა
​ #ფოტოგრაფია #პოდკასტი #ქართულიპოდკასტი #ვიზუალურიენა

19/05/2026

გვიყურეთ YouTube არხზე "ადამიანები ლელის ფოკუსში"
სტუმარი: ანდრო დგებუაძე

10/05/2026

17 მაისს პოდკასტი "ადამიანები ლელის ფოკუსში"
სტუმარი ენაცვალოს ლელი 😄
ინდოეთი და ულევი ემოციები
გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი

Adresse

Étretat

Heures d'ouverture

Mardi 09:00 - 17:00
Mercredi 09:00 - 17:00
Jeudi 09:00 - 17:00
Vendredi 09:00 - 17:00
Samedi 11:00 - 17:00

Téléphone

995595582442

Site Web

Notifications

Soyez le premier à savoir et laissez-nous vous envoyer un courriel lorsque Leli publie des nouvelles et des promotions. Votre adresse e-mail ne sera pas utilisée à d'autres fins, et vous pouvez vous désabonner à tout moment.

Contacter L'entreprise

Envoyer un message à Leli:

Partager