irakli-art

irakli-art ხელოვანი, მუსიკოსი, მხატვარი ძირათადად მხატვრობის შესახებ

10.04.2026  ზეთი ტილო (oil canvas) 100-80smშედგა ✊ ყველაზე დიდი დრო დავხარჯე ამ ტილოზე, აქამდე რაც დამიხატავს,  დროს არ ...
10/04/2026

10.04.2026 ზეთი ტილო (oil canvas) 100-80sm
შედგა ✊
ყველაზე დიდი დრო დავხარჯე ამ ტილოზე, აქამდე რაც დამიხატავს, დროს არ დავწერ.
დაიწყო მინიმალური მოცემულობებით და ასე ფორმირდა. შეფასებები თქვენთვის მომინდვია.. 🖌😑🙏

1.02.2026  100-80 სმ ზეთი ტილო (oil canvas)  ცოტა უცნაურია ხომ? 🙃
04/02/2026

1.02.2026 100-80 სმ ზეთი ტილო (oil canvas) ცოტა უცნაურია ხომ? 🙃

2.02.2026.   ზეთი, ტილო (80-60 სმ)ამ ტილომ ბევრი პატარა ისტორია გაიარა და საკმაოდ დიდი ხანი იხატებოდა. საბოლოოდ ამგვარად...
01/02/2026

2.02.2026. ზეთი, ტილო (80-60 სმ)
ამ ტილომ ბევრი პატარა ისტორია გაიარა და საკმაოდ დიდი ხანი იხატებოდა. საბოლოოდ ამგვარად ფორმირდა და ჩემთვის ბევრ მნიშვნელოვან დეტალს ყვება. თუმცა ამავდროულად მგონია ძალიან დიდი ხანი მოდიოდა ჩემამდე, მოლეკულური სიდიდით რომ ეს ყველაფერი ჩემთვის მოეყოლა. 🫰 🤏🖌 ისტორია რომელიც ნახატს ჰგავს

ხატვის დაწყებიდან არ მქონია ზოგადად მხატვრობაზე არც პრეტენზია და არც მათ გაყიდვაზე.თუმცა გარკვეული მოცემულობების და დროი...
18/10/2025

ხატვის დაწყებიდან არ მქონია ზოგადად მხატვრობაზე არც პრეტენზია და არც მათ გაყიდვაზე.
თუმცა გარკვეული მოცემულობების და დროის შემდეგ უფრო ვგრძნობდი გარკვეულ კავშირებს ნახატებისადმი და იმაზე ფიქრო რომ გამეყიდა, რაღატომ თავს ვარიდებდი.

მითუმეტეს საქართველოში, სადაც არაფერი არ ფასდება შემოქმედებითი კუთხით — არამც თუ მხატვრობა.

წლების შემდეგ მივედი იქამდე, რომ შევძლებდი გარკვეული ნახატების გაყიდვას, თუმცა ეს არ იქნებოდა ქართული სტანდარტული ფასებით, რომლითაც კმაყოფილია ბევრი მხატვარი.
მე არ ვთვლი რომ მათ რაიმე მხრივ მივეკუთვნები, ან საერთოდ რაიმე საერთო მაქვს — ყველამ თავის საქმე იცის.

ეს შემოქმედება დაიწყო უანგაროდ, ფაქტიურად თავისით, ჩემი შეგრძნებებით და ქმედებებით!
ეს არ არის პროფესიული განხრა — ეს არის შემოქმედებითი სვლა! ✨

არაერთ ადამიანს უგრძვნია და გაუზიარებია ჩემთვის, რაც, რათქმაუნდა, ძალიან მაბედნიერებს.
თუმცა ყველაფერს მაინც თავისი ფასი და საზღაური აქვს — ყველაფერს თავისი რესურსი და შესაბამისობა ჭირდება.

ამ მხატვრობასაც მინდა თავისი ფასი ჰქონდეს.
პრეტენზია მაქვს, ამ გაფუჭებულ და ერთჯერად გარემოში! რატომაც არა!
როგორ შეიძლება შეაკავო ის, რაც სრულად შიგნიდან მოდის — არ შეიძლება! ❤️

საბოლოოდ, 2-3 წლის წინ ჩამოვყალიბდი ჩემს თავთან, რომ გავყიდდი გარკვეულ ტილოებს — ოღონდ შესაბამის ფასად.
ეს შესაბამისი ფასი ამ ქვეყანაში ფაქტიურად 0-ის ტოლია.

ვინც დიდ ფულს იხდის, მათი უმრავლესობა მილიონერი ბრიყვია, ვისთვისაც სტატუსია მნიშვნელოვანი და არა შინაარსი და მოცემულობა.
და ვისთვისაც არსი და პირდაპირი თანხვედრაა — ძირითადად შეუსაბამობაშია.

შესაბამისად, ეგ ერთგვარი საფეხურია.
საფეხურია სტატუსის მოპოვებაც — რომ შევძლო გაყიდვა იმათთვის, ვისთვისაც რეალურად მნიშვნელოვანია, და იმათთვის, ვინც უბრალოდ იხდიან იმდენს, რამდენიც საჭიროა, რომ თუნდაც გადარჩეს ეს მხატვრობა და ჰპოვოს შემდეგი ნაბიჯები. 🌱

ეს ტილო 15 ოქტომბერს, ჩემი დაბადების დღის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, სრულიად შემთხვევით და დამთხვევით გავყიდე — 1000$ 💵
ფაქტიურად პირველი ნახატია, რომელიც დავუშვი ჩემს თავთან, რომ ამ ფასად გამეყიდა. ( ზოგადადაც ოფიციალურ ჭრილში პირველი ნახატია რომელიც გაიყიდა)

თუმცა რეალურად ჩემთვის ეს არის დიდი მოტივაცია — წინაპირობა, რომ უბრალოდ არ გავჩერდე.
ერთია რა ღირს, და მეორეა — გაგრძელდება ეს ყველაფერი საერთოდ თუ არა!

ტილო შეიძინა უკარგესმა ადამიანმა და ზოგადად მის ოჯახმა ❤️
ბევრი წლის უდიდესი სიყვარულის და სიმპატიის გამოხატულების შემდეგ, როცა ფაქტიურად შეუძლებლად მოიაზრებოდა ჩემი მხატვრობიდან რომელიმე ტილოს შეძენა, დავუშვი ის, რომ ზუსტად იმდენად გამეყიდა, რამდენის გადახდაც მათ შეეძლოთ — და ეს იყო 1000$.

ეს იყო საწყისი შემდეგი ნაბიჯების, ეს იყო მნიშვნელოვანი მოტივაცია, ეს იყო ურთულესი პერიოდიდან გამოსვლის და ფაქტიურად ახლიდან დაწყების დასაწყისი.ამ ტილოს ასევე აქვს
სიმბოლური დატვირთვა, ჩემი საგამოფენო პერფორმანისის პირველი ნახატია, რომელიც ყველამ იხილა ვინც გამოფენაზე იყო ლაივში.

ამ ემოციების გაცვლის, დიდი სიყვარულის მიღების და ამ შეთანხმების შემდეგ, რამდენიმე წუთში დაიგეგმა ოქტომბრის ბოლოს ჩემი ვიზიტი ვარშავაში 🇵🇱
სადაც შევხვდები ქართველ იქ მყოფ კულტურის წარმომადგენელს, რომელთანაც მინდა გამოფენის საკითხებზე მნიშვნელოვანი საუბრები. ასევე beksinski ს
მთავარი გალერეას. რომელიც არანაკლებ მიხარია ))

ამაში მეხმარება ჩემი უაკრგესი ბიძაშვილი, და იმდენად ახლოს და მკაფიოდ დავგეგმეთ ყველაფერი, რომ ამან კიდევ უფრო გაზარდა ჩემი ემოციური ფაქტორი. 🌍

ბოდიში, გრძლად გამომივიდა — სხვანაირად არ გამოვიდოდა. 🙏

რა არის ამ პოსტის მოტივი —
კიდევ გავყიდი 2 ნახატს, იგივე ფასად — არც მეტად და არც ნაკლებად.

კიდევ 2 ნახატი გაიყიდება ამ მხატვრობიდან.
ეს თანხა ისევ მოხმარდება ამ მხატვრობის განვითარებას, და ფაქტიურად თქვენც შეიტანთ თქვენს წვლილს ამ ყველაფერში. 💫

შეგახსენებთ, რომ ბოლო გამოფენას დაჭირდა საკმაოდ სოლიდური თანხა და ჩემი უდიდესი შრომა, რომ შემდგარიყო ისეთი, როგორიც შედგა!
თანხის 80% დავფარე პირადად მე — და არასდროს მენანება ფულის ხარჯვა იმაში, რაც მიყვარს.

უბრალოდ ასევე მნიშვნელოვანია სხვამხრივი მხარდაჭერაც.

ნახატების უმეტესი ნაწილი უბრალოდ არ იყიდება, თუმცა არის ნახატები, რომლებიც შემიძლია გავყიდო.

მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ამ დროის დათმობისათვის 🙌❤️

აქ ვარ!  🖌  როგორც იქნა! 😮‍💨 დასრულდა!  📯  საჩუქრად, საკუთარ თავს  39-ე საიუბილეოდ 🎁 🎨 ზეთი ტილო 80-70 (Oil Canvas)  15....
15/10/2025

აქ ვარ! 🖌 როგორც იქნა! 😮‍💨 დასრულდა! 📯
საჩუქრად, საკუთარ თავს 39-ე საიუბილეოდ 🎁 🎨
ზეთი ტილო 80-70 (Oil Canvas)
15.10.2025

ეს უმნიშვნელოვანესი ტილო 30 მაისს Guns N Guns N' Roses ლაივზე შეკვეთილში გადაეცემა ჯგუფს საჩუქრადმცირე მიმოხილვა:guns n ...
07/05/2025

ეს უმნიშვნელოვანესი ტილო 30 მაისს Guns N Guns N' Roses ლაივზე შეკვეთილში გადაეცემა ჯგუფს საჩუქრად
მცირე მიმოხილვა:
guns n roses იყო ბენდი რომელმაც ჩემთვის საპირველო გარდატეხა შეიტანა ჩემს ცხოვრებაში, როგორც მუსიკაში, ასევე ზოგადად აზროვნებაში.

ასევე ვმღეროდი ბენდის ყველა სიმღერას და ყოველდღე მქონდა live concert ჩემივე სახლში, რამაც უფრო დაამახლოვა ბენდთან და მათ შემოქმედებასთან.
ახლა კი ყველას გვხვდა პატივი რომ საქართველოში გაიმართოს მათი ლაივი და მე შემექმნა ეს ტილო მათთვის. უსასსყიდლოდ და უანგაროდ.

პირადად მინდა axl rose შევხვდე და მას გადავცე ეს ტილო. ჯერ ზუსტად არ ვიცი უშუალოდ რა ვითარებაში მოხერხდება მაგრამ, მე ყველანაირად ვეცდები რომ პირადად გადავცე.

რა ბედი ეწევა ტილოს და როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს, ვნახოთ.
ამ ტილოზე რა დამეხატა დაახლ 1 თვე ვფიქრობდი და 2 თვე ვხატავდი. ძალიან დიდი შრომო ჩავდე და მინდა სათანადოდ მიიღონ.
მადლობა ყველას 🙏🙏🤘

ზეთი, ტილო 90/90 (oil canvas)

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when irakli-art posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to irakli-art:

  • Want your business to be the top-listed Photography Service?

Share