16/09/2026
16.09.2026
ზეთი, ტილო 80/70 ( oil canvas.
საწყისი, წერტილი იყო ამ ტილოზე, წერტილს წერტილი დაემატა და ამასობაში 3 თვე გავიდა ხატვის დაწყებიდან. რამდენჯერ ფორმირდა, რამდენნაირი ემოცია გამომიგზავნა, თუმცა ის ყველაფერი ნახატში იმალება, ფიზიკურად ვერ გაგიზიარებდით. საბოლოოდ ასე სრულადყო თავისი თავი და წარმოგვიდგა.
მაქსიმალურად ვცდილობ დროის გამონახვას ამ ყველაფრისთვის, ურთულესია მოწყდე გარემოს და შეხვიდე იქ სადაც ჰარმონიაში ხარ. უდიდესი პროცესია. ასევე რთულია როცა თვეები გრძელდება, გააგრძელო ის ემოცია რომელიც ბოლოს გააჩერე. ვერ აცდები, თუ აცდები, გაბრაზდება და არ გაჩვენებს იმას რისი ჩვენაბაც უნდოდა. იდეაში ძალიან ფაქიზია, თუმცა რაღაცეები არ მოსწონს და ეგ უნდა იგრძნო.
ვინაიდან იშვიათად მიწევს ამ გვერდზე აქტიურობა, ალბათ ძალიან ცოტას გაჩვენებთ ამ ნახატს. მნიშნელოვანია ჩართულობა. თუნდაც ნებისმიერი აზრის დაფიქსირებით. ნებისმიერ კომენტარი რაც გინდათ.
მე არ მჭირდება ეს. სჭირდება იმ ხალხს ვინც გვერდით დგას და არ აქვს წვდომა. იმ ბავშებს ვინებთანაც გარკვეულ ემოციებს აღძრავს. თუ დაიზარებთ, დარჩება უკან და ძუძუები და უკანალების ფოტოები იქნება თქვენი შვილების და ახლობლების ნიუს ფიდებზე. ✌ მადლობა ყურადღებისთვის.
დეტალები კომენტარებში