Amelie's World

Amelie's World As long as you're with me,you'll be just fine Esthetic

ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს. ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება. ისე იმუშავე, თით...
01/09/2021

ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს. ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება. ისე იმუშავე, თითქოს ფული სულ არ გჭირდება, ისე შეიყვარე თითქოს გული არასოდეს უტკენიათ, ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს. გახსოვდეს კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცეიან, მაგრამ ის რაც უმთავრესია არ იცვლება, შენს ძალასა და აზროვნებას ასაკი არ გააჩნია. შენი სული ის ბუმბულია, რომელიც აბლაბუდებს არღვევს, ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია, ყველა შედეგის უკან – ახალი მიზანი. ვიდრე ცოცხალი ხარ იცოცხლე. წინ წადი მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემი.

დედა ტერეზა

🤍
#ბლოგერი

01/09/2021

არცერთი სეზონი ისე არ მიყვარს როგორც შემოდგომა🍂 ყოველთვის მაქვს შეგრძნება,რომ რაღაც ახალი ყოველთვის სექტემბერში იწყება და ყოველი წლის შემოდგომა ახალი გვერდია ცხოვრების💫
#ბლოგერი #შემოდგომა

01/09/2021

Autumn 🍂 💫

14:34 სთგამორთული კომპიუტერი,ნახევრად ცარიელი ყავის ჭიქა და მარჯვენა ხელზე ჩამოყრდნობილი მე,რომელიც ვაკვირდები ბროჯომის ...
31/08/2021

14:34 სთ
გამორთული კომპიუტერი,ნახევრად ცარიელი ყავის ჭიქა და მარჯვენა ხელზე ჩამოყრდნობილი მე,რომელიც ვაკვირდები ბროჯომის ბოთლს მონდომებით და ვცდილობ გამოვიცნო რომელი ბუშტუკი აასწრებს ზედაპირზე პირველი და გასკდება..
#ბლოგერი #ბლოგერსაქართველო #ამელისსამყარო

მინდა რჩევა მოგცეთ: თუ კი გუშინ ღამით იტირეთ,ცუდ ხასიათზე იყავით და დღესაც გამოგყვათ ან უბრალოდ მოგწყინდათ ყველაფერი და ...
31/08/2021

მინდა რჩევა მოგცეთ: თუ კი გუშინ ღამით იტირეთ,ცუდ ხასიათზე იყავით და დღესაც გამოგყვათ ან უბრალოდ მოგწყინდათ ყველაფერი და სახის გასწორების და გაღიმების ხასიათზე არ ხართ,მარტივად შეგიძლიათ ყველაფერი უძილობას დააბრალოთ,თუ გინდათ რომ უფრო ინტელექტუალი და საინტერესო გამოჩნდეთ თქვით,რომ წიგნის კითხვამ ჩაგითრიათ ან რომელიმე სერიალმა,ან უბრალოდ უძილობა გაწუხებთ და ეს თქვენს ხასიათზე მოქმედებს,ამიტომაც ხართ უენერგიოდ,მეტი სიყალბისთვის ყავა მოითხოვეთ და ჯერ სუნი შეიგრძენით და შემდეგ პირველი ყლუპი ისე გემრიელად დალითე თითქოს უებარი წამალი იყოს.. 3 წამიანი ღიმილიც დააყოლეთ და ეგ არის,ყველა კმაყოფილი იქნება…შეიძლება შენც დაიჯერო რომ ცხელი,არომატული ყავა ცოტახნით შენს პრობლემებს გააქრობას და როგორც ფილმებშია ახალ დღეს ენერგიულად დაიწყებ.. კარგი ყავის რეკლამის სცენარი გამომივიდა მემგონი.
#ბლოგერი #ბლოგი #ჩანახატი #ამელისსამყარო #ისტორია

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Amelie's World posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share