Sandro Mamasakhlisi

Sandro Mamasakhlisi ქართველი ფოტოჟურნალისტი

სანდრო მამასახლისი 1933 წელს თბილისში დაიბადა. მისი მამა, ცნობილი მეცნიერი, საქართველოში ბირთვული ფიზიკის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრის პირველი ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ვაგან მამასახლისოვი გახლდათ. დედა, ნუნუ კეცხოველი, ნიკო კეცხოველის და იყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ ბატონმა სანდრომ მოსკოვში, კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში (“ვგიკ”) ჩააბარა. თუმ

ცა, მას იქ არ უსწავლია, რადგან სწორედ იმ წელს ნატო ვაჩნაძემ ვაჟი, ელდარ შენგელაია ამავე ინსტიტუტში ჩასაბარებლად მოსკოვში ჩაიყვანა. საქართველოსთვის კი მხოლოდ ერთი ადგილი იყო გამოყოფილი. ბატონმა სანდრომ დიდი მსახიობის ვაჟისთვის, რომელიც შემდგომ დიდი რეჟისორი გახდა - ეს ადგილი დათმო. თავად კი, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში (“მიმო”) ჩააბარა. იქაც ვერ გაძლო და ერთი წლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლადგახსნილი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ფოტოგრაფიის ისტორიაზე დაწერილი მისი დისერტაცია საქართველოში ამ ტიპის პირველი ნაშრომი იყო. ამის და მისი შემდგომი ფოტოშემოქმედების გამო ბატონი სანდრო ბოლო დრომდე მრავალი სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციის ბორდის წევრი გახლდათ.
იგი გურამ თიკანაძესთან ერთად ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი იყო საბჭოთა საქართველოში და მთელი მისი ცხოვრების მანძილზე - ტელევიზიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა თუ თეატრალურ ინსტიტუტში ბევრს მუშაობდა ფოტოხელოვნების დარგის განვითარებისთვის. თავის სტუდენტებსაც ფოტოხელოვნებისადმი არაორდინალურ მიდგომებს უნერგავდა.

1989 წლის 8 აპრილიმიტინგის ორგანიზატორებმა მიაღწიეს იმას, რომ მთავრობის სახლთან გამართულ აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ...
09/04/2026

1989 წლის 8 აპრილი

მიტინგის ორგანიზატორებმა მიაღწიეს იმას, რომ მთავრობის სახლთან გამართულ აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები, შეკრებილთა დიდ ნაწილს სწორედ ისინი შეადგენდნენ.

მათ გადაწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევის მიზნით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ჩაკეტვა ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით. ქალაქში, კ. გამსახურდიას ძეგლთან 500 ქალმა გამოაცხადა შიმშილობა.

ფოტოს გამოყენება ავტორთან შეთანხმების გარეშე ისჯება კანონით. ფოტო ინახება პირად არქივში ©


ნოდარ გურაბანიძეს პორტრეტი. 2004 წელიქართველი თეატრმცოდნე, თეატრის კრიტიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი , პროფესორი ფ...
31/03/2026

ნოდარ გურაბანიძეს პორტრეტი. 2004 წელი

ქართველი თეატრმცოდნე, თეატრის კრიტიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი , პროფესორი

ფოტოს გამოყენება ავტორთან შეთანხმების გარეშე ისჯება კანონით. ფოტო ინახება პირად არქივში ©

სანდრო და ნანი ბრეგვაძე. 1970 . ფოტოგრაფი უცნობია
30/03/2026

სანდრო და ნანი ბრეგვაძე. 1970 . ფოტოგრაფი უცნობია

Address

Tbilisi
0101

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sandro Mamasakhlisi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category