CeLeBrItiEs [s]

CeLeBrItiEs [s]

27/01/2014
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა, კარლო ანჩელოტის "რეალში" გადასვლა დადებითად შეაფასა."მოხარული ვარ, რომ კარლო ა...
29/06/2013

მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა, კარლო ანჩელოტის "რეალში" გადასვლა დადებითად შეაფასა.

"მოხარული ვარ, რომ კარლო ანჩელოტი ჩვენ გუნდს შეუერთდა. მე მასზე ძალიან კარგი შთამბეჭდილება მაქვს. ანჩელოტი ძალიან წარმატებული მწვრთნელია, მას ევროპულ გუნდებთან აქვს ნამუშევარი და სერიოზული მიღწვებიც აქვს".

"ანჩელოტიმ იცის, თუ როგორ მოებრყოს თითოეულ ფეხბურთელს. ვიმედოვნებ, რომ მასთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა "რეალის" უკანახაზელმა.

ესპანური მედიის მტკიცებით, "ქალაქელები" მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი მცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდიან.პეპეს "ბ...
29/06/2013

ესპანური მედიის მტკიცებით, "ქალაქელები" მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი მცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდიან.

პეპეს "ბლანკოსთან" მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერეს სულაც არ სურს მისი გუნდიდან გაშვება, მაგრამ მანჩესტერელთა შეთავაზება იმდენად მაცდურია, რომ შესაძლოა "რეალი" დათმობაზეც წავიდეს. ამას ემატება ისიც, რომ პეპემ გასულ სეზონში, "რეალის" შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მისი პოზიცია ამომავალმა ვარსკვლავმა რაფეალ ვარანმა დაიკავა.

არსებული ინფორმაციით, "სიტი" მზად არის პეპეს ხელფასი ნახევარი მილიონითაც მოუმატოს. აქვე გეტყვით, რომ პეპეს ამჟამინდელი წლიური ხელფასი "რეალში" 3 მილიონ ევროს შეადგენს.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CeLeBrItiEs [s] posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category