04/09/2024
რასაც ეძებდი და ფიქრობდი იწყება აქ ! 😎
ჩვენს სამუშაო ოთახში , გადავწყვიტეთ ჩავატაროთ ორთვიანი , სრულყოფილი კურსი.
კურსი მოიცავს 🎩
1 . საოპერატორო თეორიას როგორ ავიღოთ კადრები და მივიღოთ მასალა სტრესულ გარემოში . კადრების, სიტუაციიდან და ლოკაციიდან სწორად გაანალიზებას და სწორი კომპოზიციის შერჩევას .
2. თემატიკიდან გამომდინარე ლოკაციაზე გასვლას . სწორი გარემოსა და დროის შერჩევას , ხშირად დაშვებული შეცდომების განხილვას . როგორ ვიყოთ მეტად დაცულები და როგორ მოვემზადოთ წინასწარ გადაღებისთვის . განვიხილავთ ქართველი საომარ მოქმედებაში მყოფი ოპერატორების ნამუშევრებს და ვიმსჯელებთ . შევეხებით საკითხს რას გვაძლევს ტელევიზია მასმედია და ვიმსჯელებთ განსხვავებებზე ნუსის ოპერატორებსა კომერციული ოპერატორების და ვიდეოგრაფებს შორის . გვექნება უამრავი განხილვა ვიპოვით უამრავ შეცდომას , კინემატოგრაფიაში თუ ჟურნალისტიკაში .
3. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა , თავისუფლად გამოამჟღავნონ საკუთარი ინტერესები , გადაღების სპეციფიკა თუ სტილი. არავინ არვიჯდებით “დამღლელ სკამზე და მერხზე” და არმოვუსმენთ რუტინულ ლექციას რომლის დამთავრების დროს ყოველ წუთს დახედავ ტელეფონს . გვექნება შინაურული გარემო მიწისქვეშა კავშირი საიდანაც გასვლის შემდეგ გააგრძელებ შენი სტილის და ხედვის ბევრად დახვეწილად და გამართულად მუშაობას . კურსი არ არის მხოლოდ ვიდეოგრაფია , არ მოიცავს მარტო კომერციულ გადაღებას და “ვიდეოგრაფიას” ჩვენი ორიენტირი არარის მხოლოდ “ქორწილები “ და მსგავსი გადაღებები და მსგავსი სეგმენტი რაც უამრავია ჩვენთან, ამკურსიდან არამგონია გაგიჩნდეს სურვილი მხოლოდ ამის კეთების .
3. გვექნება განხილვა ფილმების და სერიალების , ვისაუბრებთ Tarkovsky - ზე ტარკოვსკის კომპოზიციაზე გადაღების სტილზე აბსოლოტურად ყველა კადრზე . wong kar-wai. ფერთა გამაზე დავინჩიდან ამოვიყვანთ ფერებს ვომუშავებთ raw ფაილებთან . განვხილივათ უამრავი რეჟისორის ნამუშევრებს . ყველაფერს აქ ვერ ჩამოვწერთ 😞
მეორე ეტაპი
პრაქტიკული გაკვეთილები 🎬
1. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა იარონ პრაქტიკებზე . ექნებათ წვდომა ვიდეო აპარატურასთან , შევისწავლით კამერის ყველა ნიუანსს, სეთინგებს , შევარჩევთ სწორ კომპოზიციას , გადავიღებთ ძალიან ბევრს . ჩავატარებთ ექსპერიმენტებს . ვისწავლით დრონით გადაღებას, გექნებათ წვდომა კამერებთან და საჭირო დამატებით ტექნიკასთან დიდხნიანი შეხება . შევარჩევთ სწორ განათებას გვექნება გარე გადაღებები და ასე შემდეგ .
უაზროდ არდაკარგოთ დრო , ვეცადეთ ჩვენი მიდგომა და სფეციფიკა მაქსიმალურად ჩამოგვეყალიბებინა . ვისაც ნამდვილად გინდათ ჩვენი კავშირის წევრი გახდეთ მითითებულ ნომერზე დაგვიკავშირდებით .
საწყის ეტაპზე შეიკრება მაქსიმუმ 5 კაციანი გუნდი ! კურსი იწყება ოქტომბრის თვეში წარმატებებს გისურვებთ
☎️ 597 12 12 74
📬 [email protected]