George Khurtsilava Photography

George Khurtsilava Photography Wedding ⏺ Fashion ⏺ Portrait ⏺Travel

DARK MAN 👨
29/01/2026

DARK MAN 👨

Photography, Fashion

იმისთვის რომ მიიღო სტუდიური ფოტოსესია საჩუქრად გათამაშების რამოდენიმე მარტივი დავალების შესრულება მოგიწევთ ☺️1. მოიწონო ...
03/09/2025

იმისთვის რომ მიიღო სტუდიური ფოტოსესია საჩუქრად გათამაშების რამოდენიმე მარტივი დავალების შესრულება მოგიწევთ ☺️
1. მოიწონო გვერდი ✅
2. კომენტარებში დათაგე მეგობარი სურვილისამებ ვისთან ერთადაც გექნებოდა გადაღება ✅
3. გადაზიარე პოსტი (საჯაროდ)

ყველა პუნქტოს შესრულების შემდგომ დაპლიუსტი პოსტის კომენტარებში

სულ მალე დავიწყევბთ შეკვეთების მიღებას 📸გვემატება ახალი სერვისი რომელის შესახებაც  ძალიან მალე გაიგებთ  ☺️George Khurtsi...
18/08/2025

სულ მალე დავიწყევბთ შეკვეთების მიღებას 📸
გვემატება ახალი სერვისი რომელის შესახებაც ძალიან მალე გაიგებთ ☺️
George Khurtsilava

2022/2024 Wedding  💒 +995 591 34 13 75
16/07/2024

2022/2024 Wedding 💒

+995 591 34 13 75

2024milan
08/03/2024

2024
milan

04/02/2023
26/11/2022

➡ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘ ᲮᲜᲘᲗ ᲐᲓᲠᲔ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲯᲐᲕᲨᲜᲝᲗ ᲤᲝᲢᲝᲡᲔᲡᲘᲐ ?

დაჯავშნა შეგიძლიათ მაშინ, როდესაც გეცოდინებათ ქორწილის ზუსტი თარიღი. ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3 თვით ადრე.

➡ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲯᲐᲕᲨᲜᲝᲗ ᲤᲝᲢᲝᲡᲔᲡᲘᲐ?

ფოტოსესიის დაჯავშნა ხდება ავანსის ჩარიცხვით.
ავანსის ოდენობა არის 150 ლარი

➡ᲠᲝᲓᲘᲡ ᲕᲘᲮᲓᲘᲗ ᲡᲠᲣᲚ ᲗᲐᲜᲮᲐᲡ?

სრული თანხა იფარება ქორწილის დღეს, ან წინა დღეს ჩარიცხვით.

➡ᲘᲛ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲗᲣ ᲨᲔᲘᲪᲕᲐᲚᲐ ᲥᲝᲠᲬᲘᲚᲘᲡ ᲗᲐᲠᲘᲦᲘ ?

თუ ქორწილის თარიღი შეიცვლება მინიმუმ 2 თვით ადრე , ავანსი გადავა იმ დღეზე, რომლზეც გადაიტანთ ქორწილს.
თუ 2 თვეზე ნაკლებ დროში გენდომებათ თარიღის შეცვლა, ავანსის თანხა უკან ვერ დაბრუნდება.

➡ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘ ᲡᲐᲐᲗᲘ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲗ?

სამუშაო დრო არის მაქსიმუმ 11 საათი.

➡ᲠᲝᲛᲔᲚ ᲡᲐᲐᲗᲐᲛᲓᲔ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲗ?

22:00 საათამდე

➡ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲠᲘᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲓᲠᲝᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲐ ?

საჭიროების შემთხვევაში დიახ.
22:00-ის შემდეგ ყოველი 1 სააათი 100 ლარი

➡ᲠᲐᲛᲓᲔᲜ ᲮᲐᲜᲨᲘ ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲑᲗ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲣᲚ ᲤᲝᲢᲝᲔᲑᲡ ?

ფოტოების ჩაბარების ვადა არის 3 კვირა.

➡ᲠᲐ ᲡᲐᲮᲘᲗ ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲑᲗ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲣᲚ ᲤᲝᲢᲝᲔᲑᲡ?

დამუშავებული ფოტოების გადმოცემა შემიძლია, როგორც ელექტრონულად, ასევე USB flash Drive ქვენივე სურვილისამებრ.

➡ᲡᲐᲓ ᲒᲐᲓᲐᲕᲘᲦᲔᲑᲗ ᲤᲝᲢᲝᲔᲑᲡ?

ქორწილის დღის დაჯავშნის შემდეგ, გვექნება გაცნობითი შეხვედრა და გავივლით ყველა დეტალს ერთად, დავგეგვამთ დღის განრიგს და საფოტოსესიო ლოკაციებს.

➡ᲒᲧᲐᲕᲗ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲐᲠᲡᲘᲡᲢᲔᲜᲢᲘ ᲤᲝᲢᲝᲒᲠᲐᲤᲘ?

დიახ. ასისტენტი ფოტოგრაფის საჭიროება არის მაშინ როდესაც, ქორწილში სტუმრების რაოდენობა აღემატება 400 ადამიანს და გსურთ მაქსიმალური აქცენტი სტუმრებზე. ასისტენტი ფოტოგრაფის ღირებულება არის დამატებით 400 ლარი.

➡ᲒᲐᲓᲐᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲡᲢᲣᲛᲐᲠᲘ ?

ჩემი ძირითადი აქცენტი მიმართულია მეფე-პატარძალზე.
დიდი ქორწილების შემთხვევაში შეიძლება ბევრი სტუმარი არ იყოს დაფიქსირებული, იმ შემთხვევაში თუ მარტო მომიწევს გადაღება.

➡ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲐ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲛᲐᲙᲘᲐᲟᲘᲡ ᲒᲐᲙᲔᲗᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ ᲒᲐᲓᲐᲦᲔᲑᲐ?

თუ მაკიჟს იკეთებთ სახლში ან სასტუმროში, სადაც მომზადების ლამაზი კადრები გამოვა, დიახ.
თუ სალონში, ამ კადრებს არ ვიღებ.

➡ᲠᲐ ᲓᲠᲝ ᲒᲕᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲤᲝᲢᲝᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲡᲐᲦᲔᲑᲐᲓ ?

რაც უფრო მეტ დროს დავუთმობთ ფოტოების გადაღებას, უფრო დიდი მასალა გვექნება და შესაბამისად უფრო განსხვავებული ფოტოები. ამიტომ ეცადეთ დღე ისე დაგეგმოთ, რომ ორ ლოკაციაზე, 1-1 საათი, მოვახერხოთ გადაღება.

➡ᲠᲐ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲘᲛ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲗᲣ ᲕᲔᲠ ᲕᲐᲡᲬᲠᲔᲑᲗ ᲓᲐᲒᲔᲒᲛᲘᲚ ᲚᲝᲙᲐᲪᲘᲔᲑᲖᲔ ᲒᲐᲓᲐᲦᲔᲑᲐᲡ?

სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში არ გვაქვს სრული მასალა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება შემცირდეს დამუშავებული ფოტოების რაოდენობა და განსხვავებული ფოტოების რაოდენობა.

➡ᲠᲐ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲘᲛ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲗᲣ ᲛᲗᲔᲚᲘ ᲓᲦᲔ ᲬᲕᲘᲛᲡ ᲓᲐ ᲕᲔᲠ ᲕᲘᲦᲔᲑᲗ?

ასეთ შემთხვევვაში გვაქვს გეგმა მეორე, რომელიც არის დახურული სივრცე, ეს შეიძლება იყოს სასტუმრო, ბარი, რესტორანი ან მუზეუმი.

➡ᲓᲐᲪᲣᲚᲘ ᲐᲠᲘᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲩᲔᲛᲘ ᲤᲝᲢᲝᲔᲑᲘᲡ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ?

დიახ დაცულია.
ქორწილის ფოტოების ჩაბარების შემდეგ სრული მასალა არ ინახება ჩემს არქივში, ვინახავ მხოლოდ დამუშავებულ ფოტოებს.

➡ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲠᲘᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲥᲝᲠᲬᲘᲚᲘᲡ ᲓᲦᲔᲡ ᲒᲐᲓᲐᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲛᲔ ᲤᲝᲢᲝᲡ, ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲛᲘᲖᲜᲘᲗ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ?

საავტორო უფლებები არის ფოტოგრაფის, შესაბამისად კომერციული მიზნით ამ ფოტოების გამოყენება აკრძალულია. თქვენ გაქვთ ფოტოების, სოციალურ ქსელში გამოყენების და ბეჭდვის უფლება

➡ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲕᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲝᲗ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗ ?
აუცილებელია, როგორც ფოტოგრაფს ასევე ვიდეოგრაფს, გვქონდეს ჩვენი ადგილი მაგიდასთან, რათა არ მოგვიწიოს სხვის ადგილას დაჯდომა, ან სხვას ჩვენს ადგილას დაჯდომა და არ შეიქმნას უხერხული სიტუაცია, რაც შემდეგ ქმნის დიდ გაუგებრობას და უფუჭებს გუნება-განწყობას, როგორც ფოტოგრაფს ასევე ვიდეოგრაფს.
ასევე სასურველი იქნება, დამუშავებულ ფოტოებს აღარ დაადოთ არანაირი ეფექტი.
სოციალურ ქსელში განთავსებისას კი, ფოტოგრაფის სახელს და გვარს თუ აღნიშნავთ ამაზე მადლობასაც გეტყვით .
არ დაგავიწყდეთ ღიმილი, იყავით თავისუფლები, გამოხატეთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ და ისიავმონეთ ამ დღით, რადგან ეს ზუსტად ის ემოციებია რომლითაც ერთად შევქმნით ერთი ქორწილის ისტორიას.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when George Khurtsilava Photography posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to George Khurtsilava Photography:

Share