N.k_photography

N.k_photography Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from N.k_photography, Batumi - Georgia, Batumi.

10/06/2024

ერთი დღე ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლაში🚀

ჯიპას მედიის სკოლა სტუდენტებს მრავალი პროფესიის
არჩევის შესაძლებლობას აძლევს👩‍🎓

შენ შეგიძლია აირჩიო ისეთი პროგრამები როგორიც არის:

📍 ციფრული მედია და კომუნიკაცია ;
📍 ვიზუალური კომუნიკაცია(რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) ;
📍აუდიო-ვიზუალური ხელოვნება;

და გახდე:

📍სოციალური მედია მენეჯერი;
📍ვიზუალური კონტენტის მწარმოებელი;
📍 მონტაჟის რეჟისორი;
📍ოპერატორი;
📍სცენარის ავტორი ;
📍ხმის ოპერატორი;
📍 პროდიუსერი;

უკვე თითქმის  ნახევარი საუკუნე გავიდა და მე ისევ აქ ვდგავარ კლდესავით გაყინული, გაჭაღარავებული და დანაოჭებული მის წინ და...
28/10/2022

უკვე თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა და მე ისევ აქ ვდგავარ კლდესავით გაყინული, გაჭაღარავებული და დანაოჭებული მის წინ და მოგონებებში ვიკარგები. ნახევარი საუკუნე… ეს ხომ არც თუ ისე ცოტა დროა, მაგრამ არა საკმარისი იმისთვის, რომ ტკივილი განელდეს და იარებმა შეხორცება დაიწყოს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამისთვის საკმარისი დრო უბრალოდ არ არსებობს! ტყუილია როცა ამბობენ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია! დრო წყლულებს ვერ აშუშებს. უბრალოდ გეხმარება, რომ ამ ტკივილთან ერთად ცხორება ისწავლო. მას შემდეგ მეც უბრალოდ ვცოცხლობ, მოგონებებით, რომელიც შეუძლებელია განმეორდეს.
ვდგავარ მის წინ და შევიგრძლობ ყველა ოთახის სუნს. ჩამესმის ჭრიალის ხმა, რომელსაც ხის იატაკი გამოსცემდა. ვგრძლობ ჟოლოს ჩაის განუმეორებელ გემოს, რომელსაც ბუხრის წინ ვსვამდით, ყოველ საღამოს. ვსვამდით, ვუსმენდით შეშის ტკაცუნის ხმას და ვსაუბორობდით არაფრით გამორჩეულ თემებზე. მაშინ ვერ წარმომედგინა თუ ეს მოვლენა ჩემთვის საოცნებოდ იქცეოდა. ალბათ იმიტომ, რომ ეს ჩვენი რუტინა იყო, რომელიც ყველაფერს აუბრალოებს. ახლა ვხვდები, თურმე როგორ უსაზღვროდ ბედნიერი ვყოფილვარ მაშინ, როცა ორას ოთხმოცდამეთვრამეტე ფინჯან ჩაის ვსვამდი ჩემი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბედნიერებას ვეღარასდროს შევიგრძნობ, მას ჩემს გულში ვინახავ. იმდენად ღრმად, რომ შეუძლებელია იქიდან ამოვარდეს.
ჩვენ ერთმანეთი უკიდეგანოდ გვიყვარდა. ის საკურთხეველთან დამპირდა, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდა, რომ არასდროს მიმატოვებდა. მან პირობა ვერ შეასრულა. სულ მარტო დამტოვა, მხოლოდ მოგონებების ამარა… ჩვენი ოცნება იყო სიბერე ამ სახლში გაგვეტარებინა. ბევრი შვილიშვილი გვყოლოდა, რომლებიც მთელს სახლში ირბენდნენ და იქაურობას სიხარულით გაჟღენთდნენ. გვინდოდა მსოფლიოს გარშემო გვემოგზაურა… ჩვენ ეს დავიმსახურეთ.
ეს სახლი ჩვენი ხელით შევღებეთ. მთელს სახლში საღებავის სუნი იდგა. ფერი მე შევარჩიე, ისიც დამთანხმდა. არ ვიცი მასაც მოსწონდა თუ გული ვერ დამწყვიტა. გვერჩია ყველაფერი ჩვენი ხელით შეგვექმნა, ამიტომ არ მოვიყვანეთ მუშები. ეს მსხლის ხე, სახლს საოცარი ჰარმონიით რომ ერწყმის, ჩვენი მომავალი შვილიშვილებისთვის დავრგეთ, გვინდოდა რაღაც დაგვეტოვებინა მათთვის ჩვენს მოსაგონებლად.

ცხოვრებამ მწარე სილა გვითავაზა და მიწაზე დაგვანარცხა. მან ძალიან ადრე დამტოვა. ჩვენ ყველაფერი წინ გვქონდა…მას შემდეგ აღარ მიოცნებია. მისი სიკვდილის მერე ყოველდღე მოვდივარ ჩვენს სახლთან, რომელშიც სიბერე ერთად უნდა გაგვეტარებინა. ჭიშკართნ, შორიახლოს ვდგები და ყველა შეგრძნება მიახლდება, ყველა მოგონება ცოცხლდება. არ შემიძლია შიგნით შესვლა. არც ერთხელ არ შეევსულვარ მისი სიკვდილის შემდეგ. სინამდვილეში ეგოისტურად თავს ვარიდებ თვალი გავუსწორო რეალობას, რომელიც აუტანლად ხმაურიანია. თითქოს ზღურბლს რომ გადავაბიჯო ბოლომდე გამომეცლება მაცოცხლებელი ძალა. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ, თუ ცარიელ სახლში შევალ, ჩემი მოგონებების ადგილს, რომლებიც სახლის ყველა კუთხე კუნჭულთან გვაკავშირებს, ის საშინელი სიცარიელე დაიკავებს, რომელსაც ცარიელ სახლში შესვლისას ვიგრძნობ. ის ბედნიერი წამები,რომლებიც ამ სახლში გვაქვს გატარებული, ერთადერთია რაც გამაჩნია. მინდა ეს სახლი სამუდამოდ ჩვენად დარჩეს. ამიტომ არ შევდივარ იქ მის გარეშე. მინდა ჩვენს სახლთან დაკავშირებული ყველა ემოცია გავყინო და ისეთი შევინახო როგორიც ერთად შევქმენით. მეშინია ეს დადებითი ემოციები სევდამ არ გადაფაროს, ამას კი თავს ვერაფრით ავარიდებ თუ ამ ცარიელ და უსიცოცხლო შენობაში შევალ, რომელიც მის გარეშე ჩვენს სახლს არ გავს.
მე მჯერა, რომ მას აუცილებლად შევხვდები. შეუძლებელია ჩვენი სიყვარული გაქრეს. იქ, სადღაც, ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით, ავაშენებთ ულამაზეს სახლს და ახალ მოგონებებს შევაგროვებთ. მე ვგრძნობ, რომ ის მელოდება…

Batumi stands with Ukraine !🇬🇪✊🇺🇦 ❗ #славаУкраїні🇺🇦
11/03/2022

Batumi stands with Ukraine !🇬🇪✊🇺🇦


#славаУкраїні🇺🇦

▪️Russians burned their passports at the rally to express their support towards ukraine! 🇺🇦 ▪️The last pic shows  girl, ...
05/03/2022

▪️Russians burned their passports at the rally to express their support towards ukraine! 🇺🇦

▪️The last pic shows girl, who renounced her citizenship of an occupier and aggressor country.

Batumi stands with Ukraine!🇬🇪✊🇺🇦 ! 🇺🇦
03/03/2022

Batumi stands with Ukraine!🇬🇪✊🇺🇦

! 🇺🇦

ბათუმი დღეს!✊💙💛Слава Україні!🇺🇦 🇬🇪✊🇺🇦 !
02/03/2022

ბათუმი დღეს!✊💙💛

Слава Україні!🇺🇦

🇬🇪✊🇺🇦
!

20/01/2022
❄🤍
20/01/2022

❄🤍

❄❄❄☕
20/01/2022

❄❄❄☕

Address

Batumi - Georgia
Batumi
6010

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when N.k_photography posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share