22/03/2026
როცა დუმს სიტყვა და საუბრობს ცრემლი: ეპოქის შემქმნელის უკანასკნელი ნაბიჯები სიონისკენ
დღეს საქართველოში ჰაერიც კი მწუხარებით იყო გაჟღენთილი. ეს არ იყო მხოლოდ ოფიციალური გლოვა - ეს იყო დაუსრულებელი, უდიდესი ტკივილი ყველასთვის.
სამების დიდებული ტაძრიდან სიონის ძველ კედლებამდე გამავალი ყოველი მეტრი ერის მადლიერების ლოცვად იქცა.
მეუფე საბას თვალებში ჩამდგარი ცრემლები - ამ დღის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გულწრფელი სიმბოლო.
როდესაც მან უწმინდესი უკანასკნელ განსასვენებელში გააცილა, იმ წუთებში სიტყვები ზედმეტი აღმოჩნდა.
ეს არ იყო მხოლოდ მღვდელმთავრის დუმილი, ეს იყო იმ უდიდესი სულიერი კავშირის, ერთგულებისა და შვილობრივი სიყვარულის გამოხატულება, რომელსაც ვერანაირი ფურცელი ვერ დაიტევს.
ამ ცრემლებში მთელი საქართველოს ტკივილი აირეკლა.
სამტრედიის ტაძრის ზარების ყოველ დარტყმაზე დაღვრილი ცრემლიდან - თბილისის ქუჩებში მუხლმოყრილ ადამიანებამდე, დღეს ყველამ იგრძნო, რომ ჩვენს თვალწინ მთელი ეპოქა დასრულდა.
პატრიარქმა დაგვიტოვა გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში რწმენით, სითბოთი,სიმშვიდით და სიყვარულით აშენა.
მისი დალოცვა, ქადაგება მუდამ ემახსოვრება ყველას და ის ჩვენს გულში სამუდამო ბინას დაიდებს.
მშვიდად განისვენე, ჩვენო ტკბილო პატრიარქო. დღეს, მთელი საქართველო ტირის... 🕊️💔